Thumbnail

ხმოვანი ასისტენტებისთვის პირველი “უსქესო ხმა” შეიქმნა

  • მსოფლიოში პირველი არაბინარული ხმოვანი ასისტენტი შეიქმნა
  • მკვლევარები ამ გზით ტექნოლოგიებში გენდერულ სტერეოტიპებს ებრძვიან

მკვლევართა ჯგუფმა შექმნა მსოფლიოში პირველი არაბინარული პერსონალური ასისტენტი სახელად Q,  რომელსაც “უსქესო ხმა” აქვს. ხმოვანი ასისტენტის შესაქმნელად მკვლევარებმა ჩაწერეს არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების, ანუ მათი ხმები, ვინც საკუთარ თვითიდენტიფიკაციას არცერთ სქესთან არ ახდენს, ჩაწერილი ხმების ტონისა სიხშირეების მოდიფიკაციით კი მათ უსქესოსთან მაქსიმალურად მიახლოვებული ხმა შექმნეს. მათი თქმით, მსგავსი ხმის შესაქმნელად საუკეთესო სიხშირე 145-დან 175 ჰერცამდეა.

“Q თავის სათქმელს ამბობს საზოგადო დისკუსიაში, თუ როგორ ხდება ტექნოლოგიებში სქესთა როლების გადანაწილება და რა განაპირობებს კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებში ამა თუ იმ სქესზე არჩევანს.”

არაბინარული პერსონალური სისტენტის შემქმნელი ორგანიზაცია Copenhagen Pride იმედოვნებს, რომ “უსქესო ხმის” კონცეფციით ხმოვანი ასისტენტების ბაზარზე ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს დააინტერესებენ, რათა დაინგრეს სტერეოტიპი, რომ უმეტეს შემთხვევაში ქალები უფრო მზრუნველები და დახმარებისთვის მუდამ მზადმყოფები არიან.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები