Thumbnail

Toyota მთვარეზე- ავტოგიგანტი მთვარემავალს ასტრონავტებისთვის აწყობს

  • Toyota მთვარემავალს ასტრონავტების გადასაყვანად აწყობს
  • მთვარემავალს დედამიწის თანამგზავრზე 2029 წელს გაუშვებენ

გასულ კვირას იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) მთვარეზე ახალი მისიის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სააგენტომ დააანონსა, რომ მთვარემავალს, რომელსაც დედამიწის თანამგზავრზე გააგზავნიან, Toyota დაამზადებდა. თუმცა მისიის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე ამ კვირაში გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა, მთვარემავალს პილოტირებული მისიისთვის ამზადებენ. ზომით ის მიკროავტობუსზე დაახლოებით ორჯერ დიდი იქნება. მთვარემავალი ორი ასტრონავტის გადაყვანაზეა გათვლილი, რომლებსაც ტრანსპორტის შიგნით საკმაოდ დიდ სივრცეს, 13 კვადრატულ მეტრს გამოუყოფენ. Toyota-ს ინჟინრების გათვლებით, მთვარემავალს 10 ათასი კილომეტრის გავლის რესურსი ექნება.

Toyota-ს მთვარემავლის დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნა 2029 წელს იგეგმება.პირველ ეტაპზე განსაზღვრულია უპილოტო მისია, რომლის ფარგლებშიც აპარატი მთვარეზე ავტომატურ რეჟიმში იმოძრავებს.ამის შემდეგ, მთვარეზე პილოტირებული მისია უნდა განხორციელდეს და ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრზე გადაადგილებას სწორედ Toyota-ს მიერ შექმნილი ტრანსპორტით შეძლებენ.

როგორი იქნება Toyota-ს აპარატის მისია მთვარეზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში:

 

კომენტარები

ბოლო ამბები