Thumbnail

LG ნაყინის ჩამოსასმელ აპარატს გამოუშებს

  • აპარატის გამოყენებას სახლის პირობები შეძლებთ
  • SnowWhite ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს

კომპანია LG-მ გამოფენა SXSW 2019-ზე ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატის, SnowWhite-ის კონცეფცია წარადგინა. აპრატის გამოყენებით ადამიანები სახლის პირობებში არამარტო ნაყინის, არამედ ჯელატოს, გაყინული იოგურტის და სხვა არაერთი სახეობის დესერტის შექმნასაც შეძლებენ. 

მოწყობილობა ყავის აპარატ Keurig-ის მსგავსად მუშაობს - Keurig-ის მსგავსად, SnowWhite-ისთვისაც დესერტების ბაზების და გემოების არაერთი კომბინაცია იქნება ხელმისაწვდომი. 

სახლის ნაყინის ჩამოსასხმელი აპარატი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის დონეზე არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ აპარატი ბაზარზე მართლაც გამოვა, ნაყინისა და სხვა დესერტების შესაქმნელად სულ 2-დან 5 წუთამდე დაგჭირდებათ. ასევე, არ მოგიწევთ აპარატის გარეცხვა, რადგან სისტემას თვითრეცხვის რეჟიმი აქვს, რომელთა პარამეტრების კონტროლი სენსორული ეკრანის დახმარებით არის შესაძლებელი. 

სამომავლოდ შესაძლოა LG-ის ნაყინის აპარატი სმარტფონსაც დაუკავშირდეს - ამ შემთხვევაში სხვადასხვა დესერტების შექმნას სავარძლიდან ადგომის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეძლებთ. 

წყარო: Engadget

კომენტარები

ბოლო ამბები