Thumbnail

ამერიკული 3D პრინტერი სახლს ახალი სამშენებლო მასალით აშენებს

  • ამერიკულმა კომპანია ICON-მა სახლების დასაბეჭდი 3D პრინტერი გამოუშვა
  • 3D პრინტერი ახალ სამშენებლო მასალას იყენებს

ამერიკულმა სამშენებლო კომპანია ICON-მა 3D პრინტერ Vulcan-ის მეორე ვერსია გამოუშვა. აპარატი წინა მოდელზე ოთხჯერ უფრო დიდია და ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. Vulcan II   პირველი 3D პრინტერია, რომლის გაყიდვასაც კომპანია გეგმავს. ის სპეციალურად შეიმუშავეს ერთ სართულიანი სახლების ასაშენებლად. 3D პრინტერს 186 კვადრატული მეტრის ფართობის სახლის დაბეჭდვა შეუძლია. კომპანია ახალი 3 D პრინტერის გაყიდვას უკვე მომავალი თვიდან დაიწყებს.

პრინტერის სიმაღლე 3,5 მეტრია, სიგანე 10 მეტრი. Vulcan 2,5 მეტრი სიმაღლის და 8,5 მეტრი სიგანის კედელს ბეჭდავს. პრინტერის გადატანა სპეციალური ტრეილერით არის შესაძლებელი. ICON-ის წარმომადგენლის განცხადებით, პრინტერის მართვა რთული არ არის და ნებისმიერს შეუძლია, ვინც ინსტრუქტაჟს გაივლის. პრინტერის ყველა ფუნქცია პლანშეტის ეკრანზეა გამოტანილი. კომპანიამ პრინტერისთვის სპეციალური სამშენებლო მასალა Lavacrete შეიმუშავა და დააპატენტა, რომელიც გამძლეობით და უსაფრთხოებით გამოირჩევა.

სტარტაპ New Story-სთან ერთად ICON სოციალური პროექტის რეალიზებას იწყებს. პროექტის მიზანი უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა და დაინტერესებული მომხმარებლისთვის კომპანიის მიღწევების ილუსტრირება უნდა იყოს. New Story-ს ინფორმაციით, ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის აგრარულ რეგიონში მთელი კვარტალის მშენებლობა იგეგმება. გამოყოფილ ტერიტორიაზე 3D პრინტერით 50 სახლს დაამზადებენ. ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება იდეის განხორციელებას ხელი შეუშალოს, ჯერჯერობით არ სახელდება ის სახელმწიფო, სადაც სოციალური პროექტი შედგება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები