Thumbnail

Opportunity-ს მიერ მარსზე უკანასკნელად გადაღებული პანორამა გავრცელდა

  • პანორამა 354 ფოტოს ერთობლიობისგან შედგება
  • მარსმავალთან კავშირი ათასზე მეტი მცდელობის მიუხედავად ვერ აღდგა

მანამ, სანამ მარსმავალი Opportunity 2018 წლის ივლისში ქვიშის ქარიშხალში მოყვებოდა, მან რამდენიმე ასეული სურათის გადაღება მოასწრო, რომელიც NASA-მ დღეს, პანორამის სახით გამოაქვეყნა. 

360 გრადუსიანი პანორამა 354 ფოტოსგან არის აწყობილი. ფოტოები მარსმავალის პანორამული კამერით 2018 წლის 13 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდშია გადაღებული. პანორამაზე ნაჩვენებია ადგილი, სადაც მარსმავალი NASA-სთან კავშირის გაწყვეტამდე უკანასკნელად დაფიქსირდა. 

მოცემული ფოტო 360 გრადუსიანი პანორამის მოჭრილი ვერსიაა. ფოტოს ფერები შეცვლილია უკეთესი აღქმადობისთვის. პანორამის სრული, ინტერაქციული ვერსია ნახეთ ამ ბმულზე.

Opportunity კოსმოსში 2003 წლის 8 ივნისს გაუშვეს. მარსმავალი პლანეტაზე 2004 წლის 25 იანვარს დაჯდა. მან წითელ პლანეტაზე 45 კილომეტრი გაიარა და დედამიწაზე 225 ათასი ფოტო გადმოაგზავნა. თავდაპირველად, Opportunity-ს მისიისთვის განსაზღვრული ვადა 90 დღე იყო, თუმცა მარსმავალის მისია 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა. კავშირის გაწყვეტის შემდეგ NASA-ს თვეების განმავლობაში ათასობით მცდელობა ჰქონდა Opportunity-სთან კავშირის აღსადგენად, თუმცა 2019 წლის 13 თებერვალს ის მარსმავალს საბოლოოდ დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები