Thumbnail

ფეისბუქს მასობრივ შეფერხებასთან გამკლავება უჭირს

  • ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს
  • 14 საათის განმავლობაში ხარვეზი ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრა

ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მასობრივი შეფერხება დაფიქსირდა, რომელიც მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხოთ. BBC-ის თანახმად, ეს არის ყველაზე მასშტაბური შეფერხება ფეისბუქის ისტორიაში. მსგავსი მასშტაბის ხარვეზი პლატფორმაზე ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა, როცა საიტს 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, დღეს კი ფეისბუქის მომხმარებელთა ყოველთვიური რაოდენობა 2.3 მილიარდს აჭარბებს.

კომპანიამ ხარვეზის სრულად გამოსწორება ამ დრომდე, 14 საათის განმავლობაში ვერ შეძლო. ამ ეტაპზე პლატფორმის ფუნქციონირება მხოლოდ ნაწილობრივ არის აღდგენილი.

მსოფლიოს ყველაზე დიდ სოციალურ ქსელს ხარვეზთან დაკავშირებით მიმართვის გასავრცელებლად კონკურენტი პლატფორმის, Twitter-ის გამოყენება მოუწია. Twitter-ზე გადაინაცვლეს Facebook-ის მომხმარებლებმაც - ხარვეზთან დაკავშირებული ჰეშთეგები პლატფორმაზე ამ დრომდე კატეგორიაში “Trending” მოწინავე ადგილებს იკავებდა.

შეფერხების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ფეისბუქის განმარტებით შეფერხება ჰაკერულ შეტევას არ უკავშირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები