Thumbnail

Volkswagen ელექტრომობილ I.D.-ზე წინასწარ შეკვეთებს 8 მაისიდან მიიღებს

  • Volkswagen I.D.-ს მინიმალური ფასი 30 ათასი დოლარია 
  • ელექტრომობილი გაყიდვაში სექტემბრიდან იქნება

ჰეჩბეკი I.D. გერმანული ავტოგიგანტის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ 2026 წლის შემდეგ კომპანია მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. Volkswagen წინასწარ შეკვეთებს I.D.-ზე 8 მაისიდან მიიღებს. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის იურგენ შტაკმანის განცხადებით, ამ ელექტრომობილის მიმართ ინტერესი ევროპაში დიდია. კომპანიიის სტრატეგიაა, რომ ელექტრომობილის ფასი მაღალი არ იყოს. წინასწარი ინფორმაციით  Volkswagen I.D.-ს მინიმალური ფასი 30 ათასი დოლარია.

მოდიფიკაციის მიხედვით ელექტრომობილს დატენვის შემდეგ 330-დან 450 კილომეტრამდე გავლის რესურსი ექნება. სავარაუდოდ 330 კილომეტრს Volskwagen I.D.-ის  ყველაზე დაბალფასიანი ვერსია გაივლის.

Volkswagen-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მომავალში ელექტრომობილების ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ. კომპანიის B კლასის ელექტრომობილის ღირებულება 18 000 ევრო იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები