Thumbnail

ფეისბუქის ხარვეზის შემდეგ ტელეგრამზე 3 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა

  • ტელეგრამს 3 მილიონი ახალი მომხმარებელი ყავს
  • პლატფორმით ყოველთვიურად სულ 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს

გასული 24 საათის განმავლობაში, ანუ იმ დროს, როცა ფეისბუქს, მესენჯერს და ინსტაგრამს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, აპლიკაცია ტელეგრამს 3 მილიონი ახალი მომხმარებელი შეემატა. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა Pavel Durov-მა საკუთარ ტელეგრამზე დაპოსტა. “ვხედავ, გასული 24 საათის განმავლბაში 3 მილიონი ახალი მომხმარებელი შემოუერთდა ტელეგრამს. კარგია. ჩვენთან მონაცემთა ნამდვილი დაცულობა და ყველასთვის შეუზღუდავი სივრცეა.” - წერს ტელეგრამის დამფუძნებელი

 

 

ეს რიცხვი პლატფორმისთვის ძალიან დიდია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტელეგრამს ყოველთვიურად 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს. შედარებისთვის, Facebook-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 2.3 მილიარდს აჭარბებს. 

ტელეგრამი WhatsApp-ის მსგავსად დაშიფრული მიმოწერის უფასო სერვისია, რომელიც ამჟამად მომხმარებელთა შემოწირულობებით ფუნქციონირებს. ფეისბუქისგან განსხვავებით, ტელეგრამის სარეკლამო მოდელი მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებაზე არ არის აგებული. ტელეგრამი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემების განსაკუთრებული დაცულობა მათი პრიორიტეტია. პლატპორმაზე დაშიფრული მიმოწერის ფუნქცია ჯერ კიდევ 2013 წელს, WhatsApp-ამდე 3 წლით ადრე გამოჩნდა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები