Thumbnail

ჯეიმს ბონდი ელექტრომობილზე გადაჯდება

  • ახალ ფილმში აგენტი 007 ელექტრომობილ Aston Martin Rapide E საჭესთან დაჯდება
  • ბონდის ოცდამეხუთე ფილმი 2020 წელს გამოვა

გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ეკოლოგია მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს აღელვებს. მათ შორის როგორც აღმოჩნდა თავად ჯეიმს ბონდიც არის. Guardian-ის ინფორმაციით, ახალ ფილმში, რომელიც 2020 წელს გამოვა, აგენტი 007  ელექტრომობილს მართავს. ბონდის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადაჯდომის იდეა მოიწონეს პროდუსერებმაც და თავად აგენტის როლის შემსრულებელმა დანიელ კრეიგმა. თუმცა ყველაზე დიდი ენთუზიაზმი ფილმის რეჟისორმა კერი ფუკუნაგამ გამოიჩინა.

Aston Martin Rapide E

ჯეიმს ბონდის ავტომობილს ფილმში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც ბონდისთვის ამჯერადაც იშვიათი და ძვირადღირებული მოდელი შეარჩიეს.ბრიტანელი აგენტის ელექტრომობილი ახალ ფილმში Aston Martin Rapide E იქნება, რომლის ღირებულებაც 250 ათასი გირვანქა სტერლინგია. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ამ მოდელის მხოლოდ 155 ავტომობილი გამოუშვა. Aston Martin, როგორც ბონდის ავტომობილი პირველად ჯერ კიდევ 1964 წელს ფილმ Goldfinger-ში გამოჩნდა. მაშინ აგენტის ავტომობილი, რომლის როლსაც  შონ კონერი ასრულდებდა, Aston Martin DB 5 იყო.

 Aston Martin DB 5

ჯეიმს ბონდის რიგით ოცდამეხუთე ფილმის გადაღება 2019 წლის აპრილში დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები