Thumbnail

Tesla-მ ახალი ელექტრომობილი Model Y წარადგინა

  • Model Y-ს ოთხი ვერსია გამოვა
  • Long Range-ის გამავლობა 482 კილომეტრია

Tesla-მ Model Y ოფიციალურად წარადგინა. ელექტრომობილი 2020 წელს გამოვა. კომპანია მანქანის ოთხ ვერსიას გამოუშვებს - Standard Range, Long Range, Dual Motor და Performance. Long Range ვერსიას ერთი დატენვით 482 კილომეტრის გავლა შეუძლია და მისი ფასი 47.000 დოლარი იქნება, 60.000 დოლარის ღირებულების Performance ვერსია კი 0-დან 96 კმ/სთ სიჩქარეს 3.5 წამში ანვითარებს. შედარებით ნაკლებ ფასიანი Standard Range ვერსიის გამავლობა 370 კმ-ია. მისი ღირებულება 39.000 დოლარია და ის სხვა ვერსიებისგან განსხვავებით არა 2020-ში, არამედ 2021 წელს გამოვა.

Model Y Model X-თან შედარებით უფრო კომპაქტური, ხოლო Model 3-თან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. ავტომობილი 7 ადამიანს იტევს. მანქანის ინტერიერი ვიზუალურად Model 3-ის ინტერიერის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ Model Y-ს მგზავრებისთვის დამატებით სავარძლების მე-3 რიგიც აქვს.

Model Y-ის დაანონსებამდე ტესლაში არაერთი ცვლილება განხორციელდა - Model 3-ის ფასი 10.000 დოლარით შემცირდა, დანარჩენი ავტომობილების ფასი კი 3 პროცენტით გაიზარდა. ავტომობილების გაძვირების მიზეზი კომპანიის მაღაზიების მუშაობისთვის საჭირო ხარჯებია. შეგახსენებთ, რომ ხარჯების შესამცირებლად, კომპანია მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადასვლას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მანქანების გაძვირება და მაღაზიების შენარჩუნება არჩია. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები