Thumbnail

ნიკა გუჯეჯიანი - 3D ქვევრის იდეის ავტორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

გომბორი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ბანკის ყოფილი კრეატიული დირექტორი ნიკა გუჯეჯიანი გარდაიცვალა. ნიკა Miami Add School-ის კურსდამთავრებული და Portfolio Night All-Stars-ის გამარჯვებული იყო. მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ისეთ ცნობილ სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა BBDO Berlin, Y&R Prague, JWT Metro.

ნიკა გუჯეჯიანი POPXspotlight-ის ერთ-ერთი სპიკერი იყო. მეგობრებთან დავით მიზანდართან და გიორგი მამასახლისთან ერთად ნიკა იპოვნა ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D პრინტერის საშუალებით დაბეჭდავდა და  POPXspotlight-ზე ამ ქვევრის  პროტოტიპიც წარმოადგინა. POPX სამძიმარს უცხადებს ნიკა გუჯეჯიანის ოჯახს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები