Thumbnail

Mitsubishi ინოვაციური საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვას იწყებს

  • ხელოვნური ინტელექტი ავტობუსის მარშრუტს განსაზღვრავს
  • პროექტის საცდელი ვერსია ქალაქ ფუკუოკაში ამუშავდება

Mitsubishi-ს ახალი პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ცვლის. ავტობუსის გამოძახება ტაქსის მსგავსად იქნება შესაძლებელი, ხელოვნური ინტელექტი კი ტრანსპორტის მარშრუტს ისე განსაზღვრავს, რომ მგზავრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

პროექტის განსახორციელებლად Mitsubishi-მ კომპანია Next Mobility დააფუძნა. პირველ ეტაპზე გამოძახების პროგრამის შემუშავება ხდება. სისტემამ რეალურ დროში უნდა დააფიქსიროს გამოძახებები, ალგორითმი კი ავტობუსის მარშრუტს ისე გადააწყობს, რომ ტრანსპორტმა რაც შეიძლება მეტი მგზავრის გადაყვანა მოახერხოს.

ავტობუსს დაგეგმილი მარშრუტი არ ექნება. ტრანსპორტის მარშრუტს და გაჩერებებს ხელოვნური ინტელექტი დაგეგმავს. პროგრამის საცდელი ვერსიის გაშვება იაპონიის ქალაქ ფუკუოკას ერთ-ერთ რაიონში იგეგმება. ავტობუსების მართვა კომპანია Fukuoka NIshitetsu-ს მძღოლებს დაეკისრებათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები