Thumbnail

Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნა

  • Huawei საკუთარ ოპერატიულ სისტემას აშშ-ს მთვარობასთან დავის შემთხვევაში გამოიყენებს
  • ანდროიდის შემცვლელ ოპერატიულ სისტემაზე მუშაობა კომპანია 2012 წელს დაიწყო

Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნა და მზად არის მის გამოსაყენებლად იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის მთავრობასთან სასამართლო დავას წააგებს და ამერიკული ოპერაციული სისტემების გამოყენება აეკრძალება. 

“ჩვენ მზად გვაქვს ჩვენი საკუთარი ოპერაციული სისტემა. თუკი ამერიკული სისტემების გამოყენებას ვეღარ შევძლებთ, გეგმა ბ-ს მივმართავთ.” - Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორი
 
Huawei-მ ანდროიდის შემცვლელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ამერიკამ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამერიკის მთავრობა თვლის, შესაძლოა Huawei-მ ამერიკული ოპერაციული სისტემები შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის შეფერხებისთვის გამოიყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები