Thumbnail
  • ავტონომიური ტრამვაის პროექტზე უორვიკის უნივერსიტეტის ინჟინრები მუშაობენ
  • თვითმართვადი ტრამვაის გამოცდა  2020 წელს დაიწყება

უორვიკის უნივერსიტეტის ინჟინრებმა კომპანია Transport Design International-თან (TDI)  ერთად თვითმართვადი ტრამვაის პროექტი წარმოადგინეს. პროექტისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს, ამ ეტაპზე 15 მილიონი გირვანქა სტერლინგია გამოყოფილი. პროექტის ტექნიკურ საკითხებზე უორვიკის უნივერსიტეტის ინჟინრები დარენ ჰიუზი და ენდრიუ მაკგორდონი მუშაობენ, ტრანსპორტის დიზაინი კი TDI-ს პრეროგატივაა. უორვიკის უნივერსიტეტის ინჟინრის დარენ ჰიუზის განცხადებით:

ეს სისტემა ინოვაციურია ქოვენთრისთვის, რადგან ის რამდენიმე სფეროს ტექნოლოგიებს გააერთანებს. პროექტის ამოქმედება ქალაქისთვის მომგებიანი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

პირველი ავტონომიური ტრამვაის გამოცდა ქოვენთრიში 2020 წელს იგეგმება. სატესტო პროგრამის წარმატების შემთხვევაში თვითმართვადი ტრამვაი ქალაქის ქუჩებში რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. პროექტის საბოლოო მიზანი ქოვენთრიში ავტონომიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვაა. აღსანიშნავია, რომ თვითმართვადი ტრამვაის გამოცდა 2018 წელს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ პოტსდამშიც დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები