Thumbnail

ფეისბუქს თამაშების განყოფილება მთავარ გვერდზე დაემატება

  • Facebook-ი თამაშებით დაინტერესებული აუდიტორიის მოზიდვას ცდილობს
  • სიახლე აპლიკაციაში ეტაპობრივად აისახება

Facebook-ის მობილურ აპლიკაციას მომდევნო განახლებაში თამაშებისთვის ცალკე განყოფილება დაემატება, რომელშიც მომხმარებლები პლატფორმაზე ხელმისაწვდომი თამაშების მოძიებას შეძლებენ. Facebook-ი თამაშების განყოფილებას მთავარ გვერდზე გამოიტანს, რაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიახლე პლატფორმისთვის.
 
თამაშების ახალ ჰაბში Facebook-ზე ხელმისაწვდომი ყველა თამაში იქნება თავმოყრილი. მომხმარებლები შეძლებენ ახალი თამაშების აღმოჩენას, გეიმერების პირდაპირი ჩართვების ყურებას, თემატურ ჯგუფებში გაწევრიანებას და ა.შ.
 
ამ სიახლით Facebook-ი სავარაუდოდ კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული დიდი აუდიტორიის სხვა პლატფორმებიდან გადმობირებას ცდილობს. Facebook-ის აპლიკაციას თამაშების განყოფილება ეტაპობრივად დაემატება, შესაბამისად შესაძლოა მომხმარებელთა ნაწილთან სიახლე აპლიკაციის განახლების შემთხვევაშიც კი არ გამოჩნდეს. Facebook-ი პარალელურად თამაშებისთვის ცალკეული აპლიკაციის შექმნაზეც მუშაობს, რომელსაც კომპანიის თქმით თამაშების ჰაბზე მეტი ფუნქცია ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები