Thumbnail

PewDiePie-მ ყველაზე პოპულარული არხის ტიტული დაკარგა

  • T-Series-მა PewDiePie-ს გადაასწრო
  • PewDiePie ალტერნატიულ პლატფორმაზე გადასვლას არ გამორიცხავს 

იუთუბერმა PewDiePie-მ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში Youtube-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ყავდა პირველობა ინდურ მუსიკალურ სტუდია T-Series-ს დაუთმო. 

ორ არხს შორის ორთაბრძოლა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ვარაუდობდნენ, რომ ინდური არხი პლატფორმაზე პირველობას ჯერ კიდევ ოქტომბერში მოიპოვებდა, თუმცა PewDiePie-ს ფანების მიერ ორგანიზებული კამოპანიის დახმარებით ის ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტი გამომწერების მქონე Youtube არხის ტიტულს ინარჩუნებდა. 

ინდოეთში ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ამ დროისთვის ნახევარ მილიარდს შეადგენს. ინდური არხის, T-Series-ის ზრდა სწორედ ამ ფაქტთან არის კავშირში.

მიუხედავად იმისა, რომ PewDiePie ფანებს მოუწოდებს, დაეხმარონ მას პირველობის შენარჩუნებაში, მისი თქმით მას კონკურენტი არხის არსებობა არ აწუხებს, თუმცა თუკი სამომავლოდ Youtube აქცენტს ცალკეულ იუთუბერებზე მეტად კორპორაციებზე გააკეთებს, ის არ გამორიცხავს ალტერნატიულ პლატფორმაზე გადასვლას.

PewDiePie-ს მიერ პირველობის დაკარგვა შესაძლოა კავშირთან იყოს ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთანაც - რამდენიმე დღის წინ ტერორისტმა ხალხს მისი არხის გამოწერისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა მეჩეთში, რომელშიც ხალხიც იმყოფებოდა. PewDiePie-ს თქმით, ტერორისტის მიერ მისი სახელის ხსენება მისთვის “გულის ამრევია”.

კომენტარები

ბოლო ამბები