Thumbnail

Boeing 777X - ყველაზე გრძელი სამგზავრო თვითმფრინავი

  • 777X-ს 16 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რაც სამგზავრო თვითმფრინავებს შორის რეკორდია
  • Boeing-მა წინასწარი შეკვეთა რამდენიმე ავიაკომპანიისგან მიიღო

ბოლო პერიოდში კომპანისთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების ფონზე Boeing-მა ახალი სამგზავრო თვითმფრინავი წარმოადგინა. Boeing 777X მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამგზავრო თვითმფრინავია. მისი პარამეტრები მართლაც შთამბეჭდავია: თვითმფრინავის სიგრძე 76,8 მეტრია. ის უფრო გრძელია, ვიდრე კონკურენტი Airbus 340-600 და ამ დრომდე Boeing-ის ყველაზე გრძელი თვითმფრინავი Boeing 747-8. თვითმფრინავის ორივე ფრთის სიგრძე 71, 6 მეტრია. Boeing 777X 400-დან 425-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

გიგანტური თვითმფრინავი აღჭურვილია General Electric-ის GE9X ორი მძლავრი ძრავით. თვითმფრინავს ორი მოდიფიკაცია აქვს:  დიდი ზომის 777-9 და შედარებით პატარა 777-8. 777-9 ფრენის მაქსიმალური დისტანცია 14 ათასი კილომეტრია, 777-8-ის კი 16 ათასი კილომეტრი, რაც სამგზავრო თვითმფრინავებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

პირველ საცდელ ფრენას 777X 2019 წლის გაზაფხულის პერიოდში შეასრულებს. Boieng-ს წინასწარი შეკვეთა რვა ავიაკომპანიისგან აქვს. ერთ-ერთი პირველი ახალ თვითმფრინავებს Emirates შეიძენს. არაბული ავიაკომპანია 777X-ის პირველ ცხრა თვითმფრინავს 2020 წელს მიიღებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები