Thumbnail

სტენფორდის კვლევა: Apple-ის საათი არარეგულარულ პულსს აფიქსირებს

  • Apple-ის საათი ადამიანებს პოტენციური დაავადებების შესახებ აფრთხილებს
  • ტექნოლოგია 84%-იანი სიზუსტით მუშაობს

სტენფორდის უნივერსიტეტმა Apple Watch-ის შესახებ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სმარტ საათი წარმატებით აფიქსირებს ადამიანის არარეგულარულ პულსს. კვლევაში 400.000 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეთა შორის არარეგულარული გულისცემა მხოლოდ 0.5 პროცენტს დაუფიქსირდა, თუმცა დაფიქსირებული შემთხვევებიდან 84%-ს მართლაც აღმოაჩნდა გულის პრობლემა, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა მათი ჯანმრთელობისთვის. 

კვლევის თანახმად, ტექნოლოგია გულის პოტენციური პრობლემის შესახებ ადამიანებს მეტნაკლებად ზუსტ ინფორმაციას აწვდის, შესაბამისად ნაკლებია მათი უსაფუძვლოდ დაშინების საფრთხე. 

კვლევისთვის Apple-ის მე-3 და მე-4 სერიის საათები გამოიყენეს. აპლიკაცია პერიოდულად პულსის საზომი სენსორით ადამიანების პულსს ზომავდა და ნორმიდან აცდენის შემთხვევებს აფიქსირებდა. მიუხედავად იმისა, რომ 84%-იანი სიზუსტე ტექნოლოგიის სანდოობას ადასტურებს, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ მოხალისეთა მეექვსედს შეტყობინება არაზუსტად მიუვიდა და მათ სანერვიულო რეალურად არ ჰქონდათ.

Apple-ს პრიორიტეტი 2019 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებაა, რაც პულსის დეტექტორის ფუნქციების დახვეწას და განახლებას კიდევ უფრო მოსალოდნელს ხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები