Thumbnail

Google-მა ახალი გეიმინგ პლატფორმა Stadia წარადგინა

  • თამაშების გადმოწერა და დისკების შეძენა საჭირო აღარ არის
  • პლატფორმა 2019 წელს გაეშვება

Google-მა ახალი გეიმინგ პლატფორმა Stadia წარადგინა, რომელზეც საუკეთესო ხარისხის, ანუ ისეთი თამაშები იქნება განთავსებული, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ გადმოწერით და დისკის შეძენით იყო ხელმისაწვდომი. პლატფორმა კომპიუტერებთან, ლეპტოპებთან, ტელევიზორებთან და ტელეფონებთან იქნება თავსებადი. 

Stadia-ს ჯოისტიკი ტრადიციული ფორმისაა, თუმცა Google-ის ვერსიას დამატებით ღილაკი აქვს, რომლის დახმარებით თამაშის ჩაწერა და პირდაპირ Youtube-ზე გაზიარებაა შესაძლებელი.

"ყოველდღიურად გეიმინგ კონტენტს Youtube-ზე ასობით მილიონი ადამიანი უყურებს. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანების ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დაკავშირება” - Youtube-ის გეიმინგ განყოფილების ხელმძღვანელი

Stadia-ს სერვისით სარგებლობის საფასური ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პლატფორმა 2019 წლიდან გაეშვება. Google მომხმარებლებს 4K და 8K რეზოლუციის ვიდეოთამაშებს პირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები