Thumbnail

ჩინეთში პოლიციის ძაღლის კლონირება განახორციელეს

  • ჩინეთში ყველაზე ცნობილი პოლიციის ძაღლის კლონირება განახორციელეს
  • ლეკვი ამჟამად სამი თვისაა და კინოლოგები მალე მის მომზადებას დაიწყებენ

პოლიციელი ძაღლის კლონირება, რომელსაც ჩინურ პრესაში ხშირად “შერლოკ ჰოლმსად” მოიხსენიებენ,  კომპანია Sinogene Biotechnology-მ განახორციელა. Guardian იტყობინება, რომ ლეკვი სახელად კუნცზუნი ამჟამად სამი თვისაა.ჩინელი კინოლოგები მის მომზადებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ლეკვს შეასწავლიან ნარკოტიკების აღმოჩენას, ნივთმტკიცებულებების მოძებნას და ქუჩაში მასობრივი თავშეყრის ადგილების კონტროლს. ჩინელი კინოლოგებს იმედი აქვთ, რომ 10 თვის ასაკში ლეკვი ძირითადად სასწავლო პროცესს გაივლის და რომ ის ისეთივე ნიჭიერი იქნება, როგორც ქვეყნის ყველაზე ცნობილი "პოლიციელი" ძაღლი.

კუნცზუნი ამჟამად სამი თვისაა

გენეტიკური მასალა ჩინელმა სპეციალისტებმა პოლიციის ძაღლ ხუანხუანმასგან აიღეს. შვიდი წლის ძაღლი ქალაქ პუერის პოლიციის განყოფილებაში ცნობილია, როგორც ყველაზე  წარმატებული ოთხფეხა “პოლიციელი”. ის ჩინელ სამართალდამცავებს არაერთი დანაშაულის გახსნაში დაეხმარა, რის გამოც მეტსახელად შერლოკ ჰოლმსი დაარქვეს.

ხუანხუნმა ქალაქ პუერის პოლიციის ყველაზე ცნობილი ძაღლია

პოლიციის ძაღლის მომზადებას ჩინეთში 5 წელი სჭირდება და დაახლოებით 80 ათასი დოლარი ჯდება. ამასთან ერთად შედეგი გარანტირებული არ არის. პროგრამის დაწყების შემდეგ ირკვევა, რომ როგორც წესი თავდაპირველად შერჩეული ძაღლების დაახლოებით მესამედი პოლიციის სამსახურში მუშაობისთვის გამოსადეგი არ არის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები