Thumbnail

Space X ხომალდ Starship-ის მინი პროტოტიპის გამოცდას იწყებს

  • Space X ტეხასში Starship-ის მინი პროტოტიპის ცდის
  • თავად Starship-ის გამოცდა 2019 წლის ზაფხულში იგეგმება

Space X კოსმოსურ ხომალდ Starship-ზე მუშაობას აჩქარებს. 2019 წლის ზაფხულისთვის კომპანიამ ხომალდის სრულმასშტაბიანი პროტოტიპის აწყობა უნდა დაასრულოს. მანამდე კი Space X-ის ინჟინრები Starship-ის შესარებით მცირე ზომის პროტოტიპის - Test Hopper-ს გამოცდიან.

Test Hopper ბოკა ჩიკაში, ტეხასი

Test Hopper-ის გამოცდა მარტშივე იგეგმება. მარტის დასაწყისში პროტოტიპი ტეხასში კომპანიის სასტარტო კომპლექსზე განათავსეს. Starship-ის მსგავსად Hopper-იც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. მინი პროტოტიპი Rapture-ის ძრავით აღჭურვეს. გეგმის მიხედვით Test Hopper-მა ფრენები 5 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა შეასრულოს.   


Test Hopper-ის პარალელურად მასკის გუნდი Starship-ის სრულმასშტაბიან აწყობას იწყებს. გიგანტური ხომალდის სიგრძე რაკეტა-მატარებელ Super Heavy-სთან ერთად 118 მეტრია. Starship-ის გამოცდა Space X-ის დამფუძნებელს 2019 წლის ივნისში სურს. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად  მოახერხებს Space X-ის გუნდი მოკლე ვადაში ამ რთული ამოცანის შესრულებას.

თავად მასკს ამ რაკეტასთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, პირველი უპილოტო გაფრენა მარსზე 2022 წლისთვის უნდა შედგეს, 2024 წელს კი რაკეტამ წითელ პლანეტაზე ადამიანი უნდა გადაიყვანოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები