Thumbnail

წლის ბოლო სუპერმთვარე ცაზე 20 მარტს გამოჩნდება

  • 2019 წელს სუპერმთვარე სულ სამჯერ გამოჩნდა
  • მოვლენა გაზაფხულის დადგომას მოასწავებს

წლის მესამე და ბოლო სუპერმთვარე ცას 20 მარტს გაანათებს, რაც სუპერმთვარის ნათების იანვარში დაწყებულ ციკლს 2019 წლისთვის დაასრულებს. მარტის სუპერმთვარე გაზაფხულის ბუნიაობას, ანუ იმ დროს ემთხვევა, როცა მზე ჩრდილოეთ ტროპიკის მიმართ არის ზენიტში. ეს ორი მოვლენა ერთ დღეს ბოლოს 1981 წელს დაემთხვა. 

მარტის სუპერმთვარის დროს ღამის ცაზე მთვარე უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება, თუმცა გასათვალისწინებელია ამინდის ფაქტორიც - შესაძლოა ღრუბლებმა მთვარის ხილვადობა შეამციროს. სუპერმთვარის ნახვა ნებისმიერი ქვეყნიდან 9 საათსა და 43 წუთზეა შესაძლებელი. 

წლის ბოლო სუპერმთვარის გამოჩენა გაზაფხულის დადგომასაც მოასწავებს. სუპერმთვარე გაზაფხულის ბუნიაობის გარდა დედამიწასთან ასტეროიდი 2019 EA2-ის ჩამოფრენასაც ემთხვევა. ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები