Thumbnail

Apple-ის ახალ AirPods-ს Siri-ს მხარდაჭერა აქვს

  • ახალ ყურსასმენს განახლებული ელემენტი აქვს
  • AirPods 159 დოლარი ღირს

Apple-მა უკაბელო ყურსასმენების, AirPods-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც ხმოვანი ასისტენტი Siri-ს მხარდაჭერა აქვს. Siri ღილაკზე დაჭერის გარეშე,  მხოლოდ ხმოვანი ბრძანებით - “Hey Siri” აქტიურდება. 

AirPods-ის ახალ ვერსიას გაუმჯობესებული ელემენტი აქვს და ის წინამორბედთან შედარებით დატენვის გარეშე 1 საათით მეტხანს მუშაობს. ყურსასმენი ახალი, H1 ჩიპით არის აღჭურვილი. Apple-ის თქმით, აღნიშნული ჩიპი საგრძნობლად აუმჯობესებს უკაბელო კავშირს ყურსასმენებსა და მომხმარებლის სმარტფონს, საათსა თუ ტაბლეტს შორის. 

“თუ ეფლი წელს მილიონი AirPods-ით მეტს გაყიდის, შესაძლოა iPhone-ის შემცირებული გაყიდვებისგან მიღებული დანაკლისი აანაზღაუროს” - ამბობენ ექსპერტები. 

ახალი AirPods 159$ ღირს, ხოლო ვერსია, რომელსაც უკაბელოდ დატენვის ფუნქციაც აქვს დამატებით 40$ დაგიჯდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები