Thumbnail

Sikorsky-ს ახალი სისტემით ვერტმფრენის მართვას ნებისმიერი შეძლებს

  • სისტემა SARA ვერტმფრენს თვითმართვად ტრანსპორტად აქცევს
  • სისტემის ინტეგრირება კომპანიამ ვერტმფრენ Sikorsky S-76-ში მოახდინა

ავიაკონცერნმა Sikorsky ახალი სისტემა შექმნა, რომლის საშუალებითაც ვერტმფრენის მართვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. SARA-ს-(Sikorsky Autonomy Reseach Aircraft) გამოყენების შემთხვევაში პილოტი თავის ფუნქციას მხოლოდ ნომინალურად შეასრულებს. მას შეუძლია სისტემას კონკრეტული მარშრუტი მიუთითოს, დანარჩენს კი საფრენი აპარატი თავად განახორციელებს.

SARA  ფრენის დროს თავად ახდენს სივრცის ანალიზს, პილოტის ჩარევა კი მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გახდება საჭირო. სისტემაში შესაძლებელია უკვე დაგეგმილი მარშრუტის ჩატვირთვა ან რუკაზე დანიშნულების პუნქტის,  ფრენის სიმაღლის და სისწრაფის მითითება, რასაც პილოტი პლანშეტით განახორციელებს.

პირველ ეტაპზე კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის ინტეგრირება ვერტმფრენ Sikorsky S-76-ში მოახდინა. SARA-ს სისტემის გამოყენებით საცდელი ფრენა  ვერტმფრენმა კონექტიკუტის შტატში შეასრულა. Sikorsky S-76 პილოტის ჩარევის გარეშე უპრობლემოდ დაფარა 30 მილის მონაკვეთის მარშრუტი და დანიშნულების ადგილზე დაეშვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები