Thumbnail

ქართველი სტარტაპერების გამოგონება - ავტომობილის სიჩქარის შემზღუდავი ჭკვიანი მოწყობილობა

 

TTM Group ქართული სტარტაპია, რომელმაც ტრანსპორტისთვის ჭკვიანი მოწყობილობა შექმნა. მოწყობილობა ავტომობილის მძღოლს საშუალებას არ აძლევს გზაზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბოს. პროექტის  ავტორების სურვილია ამ პროდუქტით ხელი შეუწყონ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. მოწყობილობა GPS ტრეკერის დამატებითი გაჯეტია. ის GPS ტრეკერსა და ავტომობილის აქსელერაციის პედალს უერთდება. კომპანიის მოწყობილობის მიმართ ინტერესი არის როგორც საქართელოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. TTM Group  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული სტარტაპია.

კომენტარები

ბოლო ამბები