Thumbnail

Tesla ყოფილ თანამშრომლებს ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს

  • Tesla ყოფილ თანამშრომლებს კონკურენტებისთვის ტექნოლოგიების გადაცემაში ადანაშაულებს
  • სარჩელში კალიფორნიული სტარტაპი Zoox და ჩინური კომპანია Xpeng ფიგურირებს

Tesla-მ სასამართლოში უჩივლა ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც კომპანიის ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს. ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიის ყოფილმა მენეჯერებმა კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცეს Tesla-ს კონკურენტ სტარტაპ Zoox-ს, რომელიც თვითმავალ ტექნოლოგიებზე მუშაობს. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ Zoox ცდილობდა Tesla-ს სპეციალისტების გადაბირებას.

მეორე სარჩელი მასკის კომპანიამ კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის- ცაო გუანჩჟის წინაამღდეგ შეიტანა, რომელიც Tesla-ში ავტოპილოტირების სისტემის შემუშავებაზე მუშაობდა. სარჩელის მიხედვით გუანჩჟიმ კოპირება გაუკეთა 300 ათასამდე ფაილს, რომელიც სისტემის მუშაობის მონაცემებს შეიცავდა. ამის შემდეგ კი კომპანიიდან წასვლის შესახებ განაცხადა და მუშაობა ჩინურ სტარტაპ XPeng-ში დაიწყო.

 

ვფიქრობთ, რომ  Xpeng-ს გადასცეს Tesla-ს ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების შემუშავებას ხუთ წელიდაწადზე მეტი დასჭირდა და ჩვენმა კომპანიამ ამ პერიოდში ასობით მილიონი დოლარი დახარჯა- აღნიშნულია Tesla-ს სარჩელში.

თავად ჩინურ კომპანიაში სარჩელის შეტანამდე აღნიშნავდნენ, რომ საკუთარი პროდუქტის შექმნის დროს მათთვის შთაგონების წყარო Tesla-ს ტექნოლოგიური მიგნებები იყო. ჩინურმა კომპანიამ Autopilot-ის სისტემის ინტერფეისი თითქმის მთლიანად Tesla-სგან დააკოპირა. Xpeng-ის წარმომადგენლები მასკის კომპანიის ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები