Thumbnail

Google-ის პროგრამა თქვენს ჩანახატებს პროფესიონალურ იერს აძლევს

  • AutoDraw უსწორმასწორო ნახატებს ერთგვაროვან ფორმას აძლევს
  • პროგრამა Quick, Draw!-ის ბაზაზეა შექმნილი

კომპიუტერში დასახატად არამარტო ხატვის ნიჭია საჭირო, არამედ ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს პროცესი ტექნიკურად ფანქრით თუ ფუნჯებით ხატვაზე რთულიც არის. მარტივ სახატავ პროგრამებში, მაგალითად Paint-ში ხატვა მხოლოდ მაუსით არის შესაძლებელი, რაც ორმაგად ართულებს ყველაზე მარტივი ჩანახატების გაკეთებასაც კი. 

Google-ის პროგრამა AutoDraw უსწორმასწორო ნახატებს უფრო ერთგვაროვან ფორმას აძლევს. AutoDraw-ის ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს, თუ რის დახატვას ცდილობთ და გთავაზობთ ნახატის უფრო პროფესიონალურ ალტერნატიულ ვერსიებს.

AutoDraw Google-ის 2016 წელს გამოშვებული Quick, Draw!-ის ბაზაზეა შექმნილი. აღნიშნული პროგრამა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს გამოიცნოს, თუ რას ხატავთ. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები