Thumbnail

Apple-ის შემდეგი iPhone უკაბელოდ სხვა მოწყობილობებს დატენის

  • ფუნქცია Huawei-ს და Samsung-ის სმარტფონებს გასულ თვეს დაემატა 
  • სმარტფონით Apple-ის განახლებული უკაბელო ყურსასმენების დატენვაც იქნება შესაძლებელი

Huawei-მ და Samsung-მა გასულ თვეს სმარტფონის ელემენტის გაზიარების ფუნქცია წარადგინეს, რაც გულისმობს, რომ ამ ფუნქციის მქონე სმარტფონის მფლობელი ნებისმიერი მოწყობილობის დატენვას კაბელების გარეშე, მხოლოდ ტელეფონის საშუალებით შეძლებს. გამოცემა 9to5Mac-ის თანახმად აღნიშნული ფუნქცია შესაძლოა განახლებულ iPhone-საც დაემატოს.
 
გამოცემის თანახმად, ახალ iPhone-ს სხვა მოწყობილობების უკაბელოდ დატენვის ფუნქციის გარდა გაუმჯობესებული კამერა და ელემენტიც ექნება. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ შემდეგ iPhone-ს ახალი დამტენი და iPad Pro-ს მსგავსი 18W პორტი ექნება, თუმცა სმარტფონი USB-C-სთან თავსებადი არ იქნება. 
 
უკაბელო დატენვის ფუნქცია ახალი iPhone-ისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ Apple-ის ყურსასმების - AirPods-ის განახლებულ ვერსიას უკაბელოდ დატენვის ფუნქცია დაემატა, შესაბამისად iPhone-ის მომხმარებლები უკაბელო ყურსასმენების დატენვას ტელეფონის დახმარებით, კაბელის გამოყენების გარეშე შეძლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები