Thumbnail

პეკინის ქუჩებში რობოტი-დარაჯი გამოჩნდა

  • პეკინში საცხოვრებელ კორპუსს ღამის დარაჯის ნაცვლად რობოტი დაიცავს
  • რობოტი აღჭურვილია სახის ამოცნობის ტექნოლოგიით და სიბნელეში ობიექტების დაფიქსირება შეუძლია

პეკინის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ღამის დარაჯი რობოტით ჩაანაცვლეს. რობოტი Meibao სიმაღლეში 170 სანტიმეტრია. ის აღჭურვილია კამერებით და სიბნელეში ობიექტების დაფიქსირება შეუძლია. რობოტს ასევე გააჩნია სახის ამოცნობის სისტემა. მისი ამოცანა ტერიტორიის შემოვლა და საეჭვო ატივობების გამოვლენაა. საფრთხის გამოვლენის შემთხვევაში Meibao შეტყობინებას მართვის ცენტრს გადასცემს და სიგნალიზაციას რთავს. რობოტი-დარაჯი არა მხოლოდ საეჭვო პირებზე რეაგირებს. მას  შეუძლია შეტყობინების გაგზავნას ხანძრის შემთხვევაშიც.

რობოტს ნავიგაციის ჭკვიანი სისტემა და დისფლეი გააჩნია, რომლითაც ადამიანებთან ურთიერთობს. Meibao-ს შეუძლია საცხოვრებელი კომპლექსის მცხოვრებლებს ამინდის პროგნოზი გააცნოს, მუსიკა ჩაურთოს ან რაიმე საინტერესო ისტორია მოუყვეს.

Meiobao პეკინის აეროკოსმოსური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. მისი გამოცდა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ტექნოლოგის გამოცდის შემდეგ რობოტი-დარაჯები პეკინის სხვა საცხოვრებელ კომპლექსებთანაც გამოჩნდებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები