Thumbnail

კალიფორნიის სკოლებში სმარტფონის გამოყენება შესაძლოა კანონით აიკრძალოს

  • აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპრილში განიხილავენ
  • საფრანგეთმა სკოლებში სმარტფონები გასულ წელს აკრძალა

კალიფორნიის სკოლების შენობებსა და ეზოებში შესაძლოა სმარტფონების გამოყენება კანონით აიკრძალოს. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა აპრილშია დაგეგმილი. კანონპროექტის თანახმად, მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენების უფლება მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. 

“მობილური ტელეფონები კლასში მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს. კვლევების თანახმად, სმარტფონის ხანგრძლივი გამოყენება ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობასაც აზიანებს“ - კანონპროექტის ავტორი

2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თინეიჯერების 95%-ს სმარტფონზე წვდომა აქვს. ეს მაჩვენებელი 2014-15 წლებთან შედარებით 22%-ით არის გაზრდილი.

სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორის 2017 წლის კვლევის თანახმად, მე-8 კლასელებს შორის, რომლებიც სმარტფონის გამოყენებას კვირაში 10 საათს ან მეტს უთმობდნენ, 56%-ით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მათ საკუთარი თავი ბედნიერად არ მიიჩნიონ, ვიდრე იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც სოციალურ ქსელებს ნაკლებად იყენებდნენ.

სკოლებში სმარტფონების გამოყენება საფრანგეთში კანონით 2018 წლის ივლისში აიკრძალა.

კომენტარები

ბოლო ამბები