Thumbnail

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება მოხუცებს გადაადგილებას გაუადვილებს

  • ვანდერბილტის უნივერსიტეტში შექმნილი მოწყობილობა სახსრის მუშაობას აძლიერებს
  • მოწყობილობა კომპაქტურია და მისი ტარება ტანსაცმლის შიგნით შეიძლება

ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოჭ-წვივის სახსრისთვის ეფექტური მოწყობილობა შეიმუშავეს.  გამოგონება ფაქტობრივად ეკზოჩონჩხს წარმოადგენს, თუმცა იმდენად მსუბუქი და კომპაქტურია, რომ მისი ტარება ტანსაცმლის შიგნით შეიძლება. ამასთან ერთად, მოწყობილობას არ სჭირდება დამატებითი აღჭურვილობა და აკუმულატორები.

ამერიკელი ინჟინრების მიერ შემუშავებული მოწყობილობა კოჭ-წვივის სახსარს მუშაობაში ეხმარება. ის გამოადგება ყველას, ვინც ფეხით დიდ მანძილს გადის. მოწყობილობის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ის ეფექტურია სპორტსმენებისთვისაც და ასაკოვანი ადამიანებისთვისაც. ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორის კარლ ზელიკის განცხადებით:

 

მსუბუქი და კომპაქტური დიზაინის გამო მოწყობილობის მოხმარება მარტივია. თუ თქვენ ფეხით ხშირად დადიხართ, მაშინ ჩვენი გამოგონება თქვენთვის იდეალურია. მისი მოხმარება მოხუცებსაც შეუძლიათ. ეს ხელსაწყო ხელს უწყობს სახსრის და კუნთოვანი ქსოვილების გაძლიერებას.

ვანდერბილტის უნივერსიტეტში ამ მოწყობილობაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2015 წელს წარმოადგინეს, თუმცა მას შემდეგ მეცნიერებმა მისი დახვეწა და მოდიფიცირება მოახდინეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები