Thumbnail

ADIFO - რუმინელი კონსტრუქტორების “მფრინავი თეფში”

  • აპარატი, რომელიც გარეგნულად მფრინავ თეფშს ჰგავს, რუმინელმა ინჟინრებმა შექმნეს
  • ADIFO-ს პროტოტიპს ფრენა ყველა მიმართულებით რამდენიმე რეჟიმში შეუძლია

რუმინელი ინჟინრების მიერ შექმნილი საფრენი აპარატი ვიზუალურად ჰოლივუდის ძველ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში წარმოდგენილ უცხოპლანეტელთა მფრინავ თეფშებს წააგავს. თავად აპარატის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ავიაციის მომავალი სწორედ ასეთი იქნება.

ADIFO უნივერსალური საფრენი აპარატია, რომელსაც ფრენა რამდენიმე რეჟიმში შეუძლია. დაბალ სიჩქარეზე კვადროკოპტერივით მუშაობს, მაღალ სიჩქარეზე კი თვითმფრინავად გადაიქცევა. მანევრირების თვალსაზრისით ADIFO-ს თანამედროვე მფრინავ აპარატებს შორის ანალოგი არ მოეძებნება. “მფრინავი თეფში”  ნებისმიერი მიმართულებით მიფრინავს, მას ასევე შეუძლია ჰაერში ამოტრიალებულმა იმოძრაოს.

პროექტის ავტორები რუმინელი ინჟინრები რაზვან საბი და იოსიფ ტაპოსუ არიან. პირველ ეტაპზე კონსტრუქტორებმა “მფრინავი თეფშის” პროტოტიპი დაამზადეს, რომლის დიამეტრიც 1,2 მეტრია. მასშტაბური პროტოტიპის ასაწყობად გამომგონებლები ინვესტორებს ეძებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ტექნოლოგია, რომელიც ADIFO-ს შექმნის დროს გამოიყენეს, ცალ-ცალკე უკვე გამოიყენება. ასე რომ რუმინელი კონსტრუქტორების უცნაური აპარატის სრულფასოვან მფრინავ ობიექტად გადაქცევა სავსებით შესაძლებელია.

ADIFO-ს შესახებ ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

 

კომენტარები

ბოლო ამბები