Thumbnail

კომპიუტერული პროგრამირება იაპონიის სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება

  • პროგრამირების შესწავლა სავალდებულო 2020 წლიდან გახდება
  • პროგრამირების კურსს მოსწავლეები მეხუთე კლასიდან შეისწავლიან

იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით ქვეყანას 2020 წელს დამატებით 290 ათასი ტექნოლოგიების სპეციალისტი დასჭირდება. საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების დინამიური განვითარებიდან გამომდინარე უახლოეს ათწლეულში ეს სფერო კიდევ უფრო მეტი პროფესიონალის დასაქმებას მოითხოვს. 2030 წლისთვის იაპონიას უკვე 590 ათასი სპეციალისტი დასჭირდება. სწორედ ამიტომ 2020 წლის აპრილიდან კომპიუტერული პროგრამირების შესწავლა იაპონიის სკოლებში სავალდებულო გახდება.

იაპონიის განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა სასწავლო პროგრამა, რომლითაც მოსწავლეებს ახალი საგნის შესწავლა მოუწევთ. პროგრამირების შესწავლა მეხუთე კლასიდან დაიწყება. ჯერჯერობით კომპიუტერული პროგრამირების კურსი სკოლებში მათემატიკის დამატებად განიხილება. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ აუცილებელია პროგრამირება ცალკე საგნად ისწავლებოდეს.

იაპონიის სკოლებში კომპიუტერული პროგრამირების კურსი ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს, მაგრამ ის განსაზღვრულია  მხოლოდ ზედა კლასის მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ მეზობელ კორეაში პროგრამირებას, როგორც საგანს,  ქვედა კლასებში 2007 წლიდან ასწავლიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები