Thumbnail

Huawei-მ ახალი სმარტფონები - P30 და P30 Pro წარადგინა

  • სმარტფონის კამერა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს
  • ფასები 920 დოლარიდან იწყება

ჩინურმა კომპანია Huawei-მ ორი ახალი სმარტფონი, Huawei P30 და P30 Pro წარადგინა. სმარტფონების პრეზენტაცია პარიზში გაიმართა. ახალი სმარტფონები აპრილიდან გაიყიდება და მათი ფასი 920 დოლარიდან დაიწყება. 

ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე P30 Pro-ს ოთხი უკანა კამერა აქვს, რომელთა შორის ერთი-ერთი განათების უკეთესად დასარეგულირებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანიის თქმით, კამერა “დაბალ განათებაშიც ბრწყინვალედ იღებს”. რვა მეგაპიქსელიან SuperZoom კამერას ხუთმაგი ოპტიკური მიახლოვების ფუნქცია აქვს.

“ჩვენ თავიდან დავწერთ სმარტფონ ფოტოგრაფიის წესებს” - Huawei-ს მარკეტინგის მენეჯერი პიტერ გაუდენი

ტელეფონის სხვა მახასიათებლები:

  • დიაგონალზე 16 სმ OLED ეკრანი
  • 32 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანზე
  • Kirin 980 პროცესორი
  • 5G-ს მხარდაჭერა

ფასები

  • Huawei P30 128 GB - 920 დოლარი
  • Huawei P30 Pro 128GB - 1190 დოლარი
  • Huawei P30 Pro 512 GB - 1450 დოლარი

 

კომენტარები

ბოლო ამბები