Thumbnail

Xiaomi-ს 100 ვატიანი დამტენი სმარტფონს სრულად 17 წუთში ტენის

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ სმარტფონებისთვის ახალი, ულტრა სწრაფი დამტენი შექმნა. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ Xiaomi-ს 100 ვატიანი დამტენი 4000 მილიამპერიანი ელემენტის მქონე ტელეფონს სრულად 17 წუთში ტენის. 

Xiaomi ამ დრომდე არ ამხელს დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სწრაფი დატენვის ახალი ტექნოლოგია და კონკრეტულად რომელ სმარტფონებთან იქნება ფუნქცია თავსებადი, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩინურ სოციალურ ქსელში ვიდეო Huawei-ს ბრენდ Redmi-ს გენერალურმა დორექტორმა განათავსა, მოსალოდნელია, რომ ახალ ფუნქციას სწორედ Redmi-ს სერიებში შევხვდებით.

ულტრა სწრაფი დამტენის ბაზარზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები