Thumbnail

Huawei სმარტ სათვალის შექმნაზე მუშაობს

  • კომპანიის თქმით, სმარტ სათვალეს სტანდარტული სათვალის დიზაინი ექნება
  • სათვალე 2019 წლის ივლისიდან გაიყიდება

Huawei P30-თან და P30 Pro-სთან ერთად სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა არაერთი ახალი აქსესუარი, მათ შორის სმარტ სათვალეც წარადგინა. Huawei კორეულ კომპანია Gentle Monster-თან თანამშრომლობით ისეთი დიზაინის სმარტ სათვალეებს შექმნის, რომლის ტარება ადამიანებს ყოველდღიურად, საჯარო სივრცეშიც შეეძლებათ. 

სმარტ სათვალის ტექნოლოგია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Hankook Kim-მა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. სათვალე არ არის აღჭურვილი კამერით, რა გზითაც ჩინურმა კომპანიამ სავარაუდოდ ტექნოლოგიის დახმარებით ადამიანების პირადი სივრცის უკანონოდ დარღვევის ალბათობისგან დაიზღვია თავი, თუმცა სათვალეში არაერთი სხვა ფუნქცია გვხვდება - შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა მის ჩარჩოზე შეხებით არის შესაძლებელი. სათვალე მიკროფონითა და დინამიკებით არის აღჭურვილი და მისი 2200 მილიამპერიანი ელემენტი უკაბელოდ იტენება. სათვალეს ხმოვანი ასისტენტის ფუნქციის მხარდაჭერაც აქვს. 

ამ სიახლეებიდან გამომდინარე, საეჭვოა სათვალის საბოლოო ვერსია ისეთი მინიმალისტური დიზაინის იყოს, როგორიც კომპანიამ პრეზენტაციაზე წარადგინა, თუმცა დაემთხვევა თუ არა წარმოდგენილი და რეალური დიზაინი ერთმანეთს, 2019 წლის ივლისში გაირკვევა, როდესაც სმარტ სათვალე გაყიდვაში გამოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები