Thumbnail

Harbour Air - პირველი ავიაკომპანია, რომელიც მხოლოდ ელექტრო თვითმფრინავებს გამოიყენებს

  • Harbour Air ავია პარკის ყველა თვითმფრინავის ელექტრო ძრავით აღჭურვას გეგმავს
  • ელექტრო ძრავებს ავსტრალიური კომპანია MagniX დაამზადებს

კანადურ ავიაკომპანია Harbour Air-ს 30-ზე მეტი ჰიდრო თვითმფრინავი ჰყავს, რომლებიც რეგულარულად ასრულებენ რეისებს კანადის და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ყოველწლიურად ავიაკომპანია 30 ათას კომერციულ რეისს ასრულებს და ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.

უახლოეს პერიოდში Harbour Air საკუთარი თვითმფრინავების ელექტრო ძრავებით აღჭურვას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით კანადური ავიაკომპანია ელექტროძრავების მწარმოებელ ავსტრალიურ კომპანია MagniX-თან თანამშრომლობას იწყებს. ავსტრალიური კომპანია უახლოეს პერიოდში ელეტრო ძრავს Harbour Air-ის პირველ თვითმფრინავზე, მსუბუქ ექვს ადგილიან DHC -2 Beaver-ზე დაამონტაჟებს. ელექტრო ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავის გამოცდა 2019 წელს იგეგმება.

MagniX-ის ხელმძღვანელის როი განზარსკის ინფორმაციით, 2018 წელს მსოფლიოში შესრულებული ფრენების 75 % მოკლე და საშუალო მანძილის ავიარეისებზე მოდიოდა.ამ რეისების მანძილი 1500 კილომეტრს არ აღემატებოდა.

 

ჩვენი კომპანიის მიერ აწყობილი ელექტრო ძრავები საშუალებას მოგვცემს ყველას დავანახოთ თუ რა პოტენციალია ელექტროავიაციაში. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ზოგადად მოკლე და საშუალო მანძილის ავიარეისების მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს. ელექტროძრავი ავიაკომპანიისთვის ბევრად მომგებიანია, რადგან ის ეკონომიურია, ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე დაიკლებს ტექნიკური მომსახურების ხარჯი.

კანადურ ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ Harbour Air ავიაპარკის განახლებას და ყველა თვითმფრინავის ელექტრო ძრავით აღჭურვას ორი-სამი წელი დასჭირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები