Thumbnail

Samsung-ის ყვავილების ვაზა ცეცხლსაქრობის ფუნქციას ითავსებს

  • ვაზა სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა
  • Firevase სავსეა კალიუმის კარბონატებით, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას უწყობს ხელს

სამსუნგის შვილობილი კომპანიის, Cheil Worldwide-ს მიერ შექმნილი ყვავილების ვაზას სახელწოდებით “Firevase” დეკორატიულის გარდა პრაქტიკული ფუნქციაც აქვს - მისი გამოყენება ცეცხლის ჩასაქრობადაც შეიძლება, რისთვისაც მხოლოდ ვაზის ცეცხლის მიმართულებით სროლაა საჭირო. ვაზის ნაწილი სავსეა კალიუმის კარბონატით, რომელიც ვაზის დამსხვრევის შემთხვევაში ჟანგბადს ახშობს და ცეცხლის ჩაქრობას უწყობს ხელს, ვაზის შიდა ნაწილში კი ყვავილებისთვის წყლის ჩასხმა არის შესაძლებელი.
 
ცეცხლსაქრობი ვაზა სამხრეთ კორეაში, სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანი სახლის ცეცხლსაქრობების პოპულარიზაცია იყო. კამპანიის ფარგლებში სულ 100.000 ასეთი ვაზა შეიქმნა. სამხრეთ კორეაში მცხოვრებლებს სახლში ცეცლსაქრობის ქონა 2017 წლიდან კანონით ევალებათ, თუმცა კამპანიამდე საკანონმდებლო მითითებას სამხერთ კორეის მოსახლეობის მხოლოდ 60% ითვალისწინებდა, კამპანიის შემდეგ კი ეს რიცხვი 8 პროცენტით გაიზარდა. კომპანია Cheil Worldwide დამატებით 200.000 ცეცხლსაქრობი ვაზის შექმნაზე მუშაობს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები