Thumbnail

NASA-მ მარსზე გასაგზავნი საფრენი აპარატი გამოსცადა

  • NASA 2020 წელს წითელ პლანეტაზე მარსმავალთან ერთად უპილოტო საფრენ აპარატს გააგზავნის
  • Mars Helicopter-ის პირველი გამოცდა NASA-ს ლაბორატორიაში წარმატებით დასრულდა

2020 წლის ზაფხულში კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან სტარტს აიღებს მისია, რომელიც წითელ პლანეტაზე მარსმავალს გადაიყვანს. NASA-ს ლაბორატორიაში ამ აპარატის გამოცდა უკვე დაიწყეს. პარალელურად NASA-ს გუნდი კიდევ ერთი აპარატის ტესტირებას ატარებს, რომელიც მომდევნო წელს მარსზე გასაგზავნი კოსმოსური ხომალდის ბორტზე აღმოჩნდება. მარსმავალისგან განსხვავებით ეს აპარატი პლანეტას ატმოსფეროდან შეისწავლის.

პროექტმა Mars Helicopter უნდა ადაამტკიცოს, რომ NASA-ს ინჟინრების მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატს მარსის პირობებში მუშაობა შეუძლია. კოსმოსური დრონი ისეა დაპროექტებული, რომ მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში იფრინოს და გაუძლოს ტემპერატურის ვარდნას -90 გრადუსამდე. საფრენი აპარატის წონა ორ კილოგრამზე ნაკლებია. ის 1500 სხვადასხვა ელემენტისგან შედგება.

Mars Helicopter-ის გამოცდა დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც წნევა მარსის დონემდეა დაწეული, ჰაერი კი ნახშირორჟანგით არის შეცვლილი.

გრავიტაციული განტვირთვის სისტემამ წარმატებით იმუშავა, ისევე როგორც ჩვენმა ვერტმფრენმა. მივიღეთ ყველა საჭირო მონაცემი იმისათვის, რომ დავადასტუროთ: აპარატს შეუძლია ავტონომიური ფრენა განახორციელოს ატმოსფეროში, რომელიც მარსის ატმოსფეროს მსგავსია- ტედი ცატენოსი, NASA-ს ინჟინერი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები