Thumbnail

SONY-ს ახალი კამერა ექსტრემალური გადაღებებისთვის

  • Sony-ახალი კამერა RX0 II წინა მოდელის გაუმჯობესებული ვერსიაა
  • კამერა 132 გრამს იწონის, არის წყალგამძლე და უძლებს 200კგ-მდე დარტყმას

Sony ექსტრემალური გადაღებისთვის ახალ კამერას უშვებს. RX0 II თავისი წარმატებული წინამორბედის (RX0) გაუმჯობესებული ვერსიაა. მისი ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი შიდა ბარათზე 4K გამოსახულების ჩაწერის შესაძლებლობაა.

გამოსახულების გაფართოება არის 3840 x 2160 30p, ჩაწერისთვის კი კამერა XAVC-S 100Mbs კოდეკს იყენებს. წინა მოდელს მხოლოდ HDMI გამომსვლელის მეშვეობით შეეძლო 4K გამოსახულების მიღება გარე ჩამწერზე. 4K განახლებასთან ერთად RX0 II ასევე აღჭურვილია მოძრავი მონიტორით, რომელიც მოსახერხებელია ლეფის და ვლოგების მოყვარულთათვის.

სენსორი | კამერა აღჭურვილია 15.3 მეგაპიქსელიანი Exmor RS CMOS 1“  სენსორით, რომელსაც ასევე აქვს ელექტორნული სტაბილიზაციის სისტემა.

ობიექტივი | Sony ამ შემთხვევაში  Zeiss-ის ფიქსირებულ 24მმ F4 ოპტიკას იყენებს, რომლის მინიმალური საფოკუსე მანძილია 20სმ.

Slow Motion | ჩაწერის შესაძლებლობა 960/1000კწ-შია, თუმცა გამოსახულების ხარისხის გამო ყველაზე გამოყენებადი მაინც 120/100კწ-ში რჩება.

კამერა სულ რაღაც 132 გრამს იწონის, არის წყალგამძლე 10მ სიღრმემდე, მტვერდაცული და უძლებს 200კგ-მდე დარტყმას. RX0 II დაახლოებით 700$ ფარგლებში ეღირება და ხელმისაწვდომი აპრილიდან გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები