Thumbnail

ახალ ზელანდიაში ხილის მოსავალს რობოტები იღებენ

  • ახალზელანდიურმა კომპანიამ მუშახელის ნაკლებობის გამო მოსავლის ასაღებად რობოტები გამოიყენა
  • რობოტს შეუძლია ღამის რეჟიმში მუშაობა და მწიფე ნაყოფის დაუმწიფებლისგან გარჩევა

ახალზელანდიურმა კომპანია T&G Global-მა, რომელიც ქვეყნის ბაზრისთვის ბოსტნეულის და ხილის უმსხვილესი მიმწოდებელია, მოსავლის ასაღებად რობოტები “დაიქირავა”.  კომპანიისთვის რობოტები ამერიკულმა სტარტაპმა Abundant Robotics ააწყო. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ახალზელანდიურმა კომპანიამ რობოტების დასაქმეება გადაწყვიტა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა. T&G Global-ის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ლანდონ-ლეინის განცხადებით:

სრულიად აშკარაა, რომ  ქვეყნის აგრარულ სექტორში მუშახელის დეფიციტია. ჩვენ უბრალოდ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობით ადამიანები მოსავლის ასაღებად. საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსავლის ნაწილი საერთოდ აუღებელი დარჩა.

Abundant Robotics ინჟინრების მიერ დამზადებული რობოტი აღჭურვილია ლიდარებით, რაც მას ხეებს შორის გადაადგილებას უადვილებს. რობოტს ასევე შეუძლია უკვე დამწიფებული ვაშლის ან სხვა ხილის ამოცნობა. ის ხიდან ნაყოფს ისე კრეფს, რომ ტოტებს არ აზიანებს. Abundant Robotics-ის რობოტები ღამის რეჟიმშიც მუშაობენ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე.

ახალზელანდიურ კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსავლის ასაღებად რობოტების დასაქმების გამო კომპანიის თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნა არ ემუქრებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები