Thumbnail

Boston Dynamics-მა ფრინველი-რობოტის განახლებული ვერსია წარმოადგინა

  • Boston Dynamics-მა რობოტ Handle-ის განახლებული ვერსია წარადგინა
  • რობოტი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს

რობოტების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია Boston Dynamics-მა 2017 წელს გამოშვებული რობოტის, Handle-ის განახლებული ვერსია წარადგინა. კომპანიას ამ დრომდე შექმნილი აქვს მორბენალი, უკუღმა მხტომი და ბევრი სხვა უცნაური  რობოტი. განახლებული Handle-ის განსაკუთრებული უნარი კი ყუთების დალაგებაა.

Handle-ის ახალი ვერსია წინამორბედზე დახვეწილია და მას საწყობში მუშაობა ავტომატურად, სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია. კომპანია Amazon-ის ავტომატიზებულ საწყობებში სწორედ ამ ტიპის რობოტები მუშაობენ.
 
რაც შეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ორ ბორბალზე მომუშავე რობოტს 14 კილოგრამამდე სიმძიმის ყუთების აწევა და მათი ერთმანეთზე დალაგება შეუძლია. ყუთების იდენტიფიკაციაში რობოტს მასში დაინსტალირებული ვიზუალური სისტემა ეხმარება. 
 
Boston Dynamics-ის პროექტების უმრავლესობის მსგავსად, Handle-იც ამ ეტაპზე მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. კომპანია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საწყობისთვის განკუთვნილი რობოტების კომერციული მიზნებით გამოყენებას. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები