Thumbnail

Aerion AS2- ზებგერითი თვითმფრინავი, რომელიც ბიოსაწვავზე იმუშავებს

  • ამერიკული კორპორაცია Aerion-ის ზებგერითი თვითმფრინავი ბიოსაწვავს გამოიყენებს
  • AS2 პირველ საცდელ ფრენას 2023 წელს შეასრულებს

ამერიკული საავიაციო კორპორაცია Aerion-ის თვითმფრინავი Aerion AS2 პირველი ბიზნეს ჯეტი იქნება, რომელიც ბიოსაწვავზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters  ავრცელებს. ამერიკული კომპანია თვითმფრინავისთვის სინთეტიკური პარაფინის კეროსინის გამოყენებას გეგმავს ( SPK). Aerion-ის ხელმძღვანელი ტომ ვაისი აცხადებს, რომ ბიოსაწვავის გამოყენება ნახშირორჟანგის გამოყოფას 40 პროცენტით შეამცირებს.

Aerion AS2-ზე ამერიკული კომპანია 2014 წლიდან მუშაობს. თებერვალში ზებგერითი თვითმფრინავის პროექტში ავიაგიგანტი Boeing-იც ჩაერთო. Boeing-ის თანამონაწილეობა პროექტს სერიოზულ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას შემატებს.

თვითმფრინავის სიჩქარე 1610 კმ/სთ-ია. AS2-ს განსაკუთრებული აეროდინამიკური კონსტრუქცია ექნება, რომელიც ფრენის დროს ხმაურს არ გამოიწვევს. სწორედ ძლიერი ხმაური იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც 2003 წლიდან ზებგერით თვითმფრინავებს სამოქალაქო ავიაციაში აღარ იყენებენ.

AS2 ღირებულება 120 მილიონი დოლარი იქნება. თვითმფრინავი პირველ საცდელ ფრენას 2023 წლის ზაფხულში განახორციელებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები