Thumbnail

კანადელი მკვლევარები კიბოს განკურნების ახალ მეთოდზე მუშაობენ

  • ახალი მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს
  • მეთოდმა შესაძლოა ქიმიოთერაპია ნაწილობრივ ჩაანაცვლოს

დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეცნიერები კიბოს განკურნების ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მსგავსი ექსპერიმენტები საბოლოო ჯამში წარმატებული შედეგით არ მთავრდება. მიუხედავად ამისა, დამაიმედებლად ჟღერს ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევარების ახალი ექსპერიმენტის შედეგი.

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდის გამოყენების შედეგად მკვლევარებმა ორი წამლის კომბინაცით თაგვებში კიბოს უჯრედების დაზიანება და მათი თვითაღდგენის უნარის შემცირება შეძლეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, ამ გზით თაგვებში საგრძნობლად შემცირდა სიმსივნური ქსოვილები და მეტასტაზების გავრცელების საშიშროება.

“უმეტეს შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიში არა სიმსივნური წარმონაქმნი, არამედ მეტასტაზების გავრცელებაა. როგორც წესი, მეტასტაზების გავრცელებაზე პასუხისმგებელი სიმსივნური უჯრედების დაჯგუფება მკურნალობას ყველაზე იშვიათ შემთხვევებში ექვემდებარება, თუმცა ორი წამლის კომბინაციით აღნიშნულმა უჯრედებმა წამალზე რეაქცია გამოავლინა. ამ დრომდე მსგავსი მიგნება არავის გაუკეთებია” - ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი

ჩვეულებრივი უჯრედებისგან განსხვავებით, კიბოს უჯრედებში დე-ენ-ემის დაზიანების მაღალი ხარისხი აღინიშნება. ექსპერიმენტალური მკურნალობის მეთოდი კიბოს უჯრედებზე შერჩევითად, კონკრეტულად დე-ენ-ემის აღდგენის გაუმჯობესების მიზნით მოქმედებს.

მკვლევარების თქმით, ტრადიციული ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით მკურნალობის ახალ მეთოდს მხოლოდ მცირედი გვერდითი მოვლენები აქვს. “წამლების ამ კომბინაციამ გაამართლა. თუ მეთოდი ადამიანებზეც ისეთივე წარმატებით იმუშავებს, როგორც თაგვებზე, ქიმიოთერაპიის ნაწილობრივ ჩანაცვლებას მაინც შევძლებთ” - ამბობენ მეცნიერები 

კვლევა The Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა და მას კანადის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტი აფინანსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები