Thumbnail

TriFan 600- თვითმფრინავი, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეეძლება

  • XTI ჰიბრიდულ თვითმფრინავს ზაფხულში გამოცდის
  • კომპანიამ საფრენ აპარატზე 76 წინასწარი შეკვეთა მიიღო 

ამერიკულ კომპანია XTI-ის ჰიბრიდული თვითმფრინავ TriFan 600-ს ვერტიკალურად აფრენის და დაშვების შესაძლებლობა ექნება. თვითმფრინავისთვის ელექტრო ძრავს XTI უკვე შემდეგ კვირაში მიიღებს, საფრენი აპარატის გამოცდა კი კოლორადოს შტატში ზაფხულში დაიწყება.

ექვს ადგილიანი თვითმფრინავი საათში 550 კილომეტრს განავითარებს, ფრენის მაქსიმალური მანძილი კი 2000 კილომეტრი იქნება. სხვა მსგავსი პროექტებისგან განსხვავებით, ამერიკული კომპანია გათვლას არა აეროტაქსის სექტორზე, არამედ ბიზნეს ავიაციაზე აკეთებს.

XTI-იმ თვითმფრინავზე უკვე მიიღო 76 წინასწარი შეკვეთა ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. თვითმფრინავის სერიული წარმოება 2023 წელს დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები