Thumbnail

შანხაი - მსოფლიოში პირველი ქალაქი 5G დაფარვით

  • შანხაიში 5G ქსელი ამოქმედდა
  • ქსელი 4G ინტერნეტზე 100-ჯერ სწრაფია

 შანხაი მსოფლიოს პირველი ქალაქია, რომლის სხვადასხვა უბნები 5G ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონაში მოექცევა. ჩინეთის მიზანია, ახალი თაობის მობილური კომუნიკაციების განვითარების საკითხში ამერიკასთან ბრძოლაში ლიდერის პოზიცია გაიმყაროს. 

5G მობილური ინტერნეტის ახალი თაობაა, რომელიც 4G და LTE ქსელებზე 100-ჯერ უფრო სწრაფია. ქსელის გამოცდა შანხაიში გასულ შაბათს დაიწყო. 5G სიგნალის გადამცემებს ქალაქში სამი თვის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. 5G ქსელის დაფარვის ზონები ჩინეთში ყველაზე დიდ სატელეფონო ქსელთან, China Mobile-თან თანამშრობლობით შეიქმნა. 

“China Mobile-მა ყველაზე დიდი ინვესტიცია შანხაიში ჩადო, რადგან ის ჩინეთის ყველაზე განვითარებული ქალაქია, ყველაზე მყარი ინფრასტრუქტურით” - კომპანიის დირექტორი

ქსელის პრეზენტაციაზე შანხაის ვიცე მერმა, Wu Qing-მა Huawei-ს ახალი გადასაკეცი Mate X სმარტფონით პირველი 5G ვიდეო ზარი განახორციელა.


საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, Chine Mobile-ის მომხმარებლები 5G ქსელზე გადასვლას სიმბარათის შეცვლის გარეშე შეძლებენ. 5G ქსელი მალე ჩინეთის სხვა ქალაქებს, მათ შორის ტიბეტის რეგიონსაც დაფარავს. 

ასევე ნახეთ: HUAWEI აშშ-ის მთავრობის წინაამღდეგ სარჩელს ამზადებს

კომენტარები

ბოლო ამბები