Thumbnail

Huawei P30 Pro სიბნელეში საუკეთესო ფოტოებს იღებს - The Verge

  • P30 Pro-ს სტანდარტული კამერა სიბნელეში ფოტოებს Google-ის Pixel 3-ის ღამის რეჟიმზე უკეთესად იღებს
  • სმარტფონი ოთხი უკანა კამერით არის აღჭურვილი

ტელეფონის კამერა, რომელიც სიბნელეში საუკეთესო ფოტოებს იღებს - სწორედ ასე აფასებს გამოცემა The Verge Huawei-ს ახალი სმარტფონის, P30 Pro-ს კამერას. გამოცემის თანახმად, P30 Pro-ს კამერის სტანდარტული რეჟიმი Google-ის Pixel Night Sight-თან შედარებით მეტად სრულყოფილია და მისი შექმნით Huawei-მ ღამის სმარტფონ ფოტოგრაფია ახალ ეტაპზე გადაიყვანა. 
 
Pixel 3 Night Sight-ით გადაღებული ფოტოები მიახლოვებულია ისეთ გამოსახულებასთან, როგორსაც ადამიანის თვალი კონკრეტულ შუქზე რეალურად აღიქვამს. ფოტოს გადასაღებად ტელეფონი უძრავად 6 წამის განმავლობაში უნდა გეჭიროთ. ღამის რეჟიმი Huawei P30-ის კამერასაც აქვს, თუმცა მისი გამოყენება საჭირო აღარ ხდება, რადგან სმარტფონის კამერის სტანდარტული რეჟიმი ღამის შუქზე Pixel 3 Night Sight-ზე უფრო მკაფიო ფოტოებს ბევრად უფრო სწრაფად იღებს. 

სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა P30 და P30 Pro გასულ კვირას წარადგინა. სმარტფონი ოთხი უკანა კამერით არის აღჭურვილი, რომელთაგან ერთ-ერთი კომპოზიციის გასასწორებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. სმარტფონის Pro ვერსიის ფასი 1190 დოლარიდან იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები