Thumbnail

ბრიტანეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის მესამედი განახლებად ენერგიაზე მოდის

  • განახლებადი ენერგიის წილი დიდი ბრიტანეთის ენერგოსექტორში ყოველწლიურად იზრდება
  • ქვეყანაში ყველაზე დინამიურად ქარის ელექტროსადგურების მიმართულება ვითარდება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის 2018 წლის ენერგეტიკის ბალანსის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ამ მონაცემებით გაირკვა, რომ რეგენერაციის 33% განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოდის, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ქარის ენერგიის სექტორი. ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი ბაზარზე  ჯერ კიდევ ათის წლის წინ მხოლოდ 2%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 17%-ს გადააჭარბა. 2018 წლის განმავლობაში გარკვეულ პერიოდში ქარის ელექტროსაგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი 30%-ს აღემატებოდა.

აირტურბინული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი 39% შეადგენს, ნახშირის კი 5%-მდე შემცირდა. უახლოეს ორ წელიწადში ბრიტანეთში რამდენიმე დიდი პროექტი დასრულდება, რაც განახლებადი ენერგიის წილს ქვეყნის ენერგოსექტორში კიდევ უფრო გაზრდის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები