Thumbnail

ჩინეთში ყველაზე გრძელი ელექტრო ავტობუსი გამოუშვეს

  •  ელექტრო ავტობუსი 250 მგზავრს იტევს და მისი სიგრძე 27 მეტრია
  • ავტობუსი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას ქუჩებში გამოჩნდება

ჩინურმა კომპანია BYD-მ 27 მეტრიანი ელექტრო ავტობუსი წარმოადგინა, რომელსაც 250 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. სამსექციანი K12A მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტრო ავტობუსია. დამუხტვის შემდეგ ელექტრო ავტობუსს 300 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სისწრაფე კი 70 კმ/სთ-ია.

ჩინურმა ავტომწარმოებელმა ელექტრო ავტობუსი კოლუმბიური სატრანსპორტო კომპანია TransMilenio-სთვის დაამზადა. ყველაზე გრძელი ელექტრო ავტობუსი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ქუჩებში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ელექტრო ავტობუსების სეგმენტში ლიდერის პოზიციას იკავებს. მსოფლიოში დღეს არსებული ელექტრო ავტობუსების 99 % ჩინეთის გზებზე მოძრაობს. ქალაქ შენჩჟენში, სადაც  K12A  ააწყეს, ავტობუსების პარკის განახლება 2017 წელს განხორციელდა. დღეს შენჩჟენის მუნიციპალიტეტი მხოლოდ ელექტრო ავტობუსებს იყენებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები