Thumbnail

ნოკიამ 48 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი გამოუშვა

  • სმარტფონს სამმაგი უკანა კამერა აქვს
  • გაყიდვები 30 აპრილიდან დაიწყება 

Huawei-ს შემდეგ 48 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი ნოკიამაც გამოუშვა. ახალი Nokia X71 ტაივანში დღეს წარადგინეს. Android 9 Pie-ს ოპერაციულ სისტემზე მომუშავე სმარტფონი Snapdragon 660 პროცესორით არის აღჭურვილი. სმარტფონს ასევე 6გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, 128გბ შიდა მეხსიერება, 3500 მილიამპერიანი ელემენტი და სამმაგი უკანა კამერა აქვს.

საერთო ჯამში, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, Nokia X71 საშუალო კლასის სმარტფონია, თუმცა კომპანია ტელეფონის კამერის მეგაპიქსელების ზრდით ცდილობს მომხმარებელი დააინტერესოს.
 
წელს პოპულარობა უკვე მოიპოვა Sony-ს 48 მეგაპიქსელიანი კამერით აღჭურვილმა Xiaomi Redmi Note 7-მა, რომელიც 150$ ღირს, Nokia-ს იმავე მახასიათებლების სმარტფონი X71 კი 385$ ეღირება, შესაბამისად შესაძლოა ნოკიამ გაყიდვების რაოდენობაში Xiaomi-ს კონკურენცია ვერ გაუწიოს. 
 
სმარტფონის გაყიდვები 30 აპრილს, თავდაპირველად მხოლოდ ჩინეთსა და ტაივანში დაიწყება, თუმცა სხვა ქვეყნებში იმავე სმარტფონს შესაძლოა Nokia 8.1 Plus-ის სახელით შევხვდეთ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები